უსუფთაობა და სიბინძურე ხულოს რამდენიმე საჯარო სკოლაში. მაგალითებს კადრები ადასტურებს. გადავიღეთ სოფელ დიაკონიძეების საჯარო სკოლის საპირფარეშო, სადაც იგივე მდგომარეობა დაგვხვდა, რაც შარშან იყო. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლას კი სველი წერტილი საერთოდ არ აქვს და ამისთვის გამოყოფილი ოთახი წიგნების სათავსოდ გამოიყენება.