მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა

05 დეკემბერი 2020, 12:35 533 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 66 მილიონ 252 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია მილიონ 524 ათასზე მეტი. worldmetteris​ ბოლო მონაცემებით ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი 13 ათას 825 შემთხვევა უკრაინაში დაფიქსირდა, მას მოსდევს მექსიკა 12 ათას 127 შემთხვევით.მესამე პოზიციაზე კი საქართველოა, ბოლო 24  საათში ქვეყანაში გამოვლენილი 5 ათას 450 შემთხვევით.

ბოლო დღე ღამის მონაცემებით ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა მექსიკაში ფიქსირდება, აქ ვირუსს 690 ადამიანი ემსხვერპლა, 226 გარდაცვლილი ყავს უკრაინას.მსოფლიოს მასშტაბით პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 45 მილიონ 831 ათას 083-მა ადამიანმა დაამარცხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში