დააკავეს პირები, რომლებიც მოქალაქეს აშშ-ს ვიზის მიღებას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 17 000 დოლარი მოსთხოვეს 

04 დეკემბერი 2020, 13:05 1040 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, საქართველოს ორი მოქალაქე,  ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი.  უწყების ცნობით, 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხინეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში