ქობულეთში, მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება -გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგება მოითხოვა. მათ გირაოს სახით სასამართლოს 50 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება შესთავაზეს. შემდეგი სხდომა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 2016 წლის პირველ ნოემბერს დანიშნა. საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდნეიმე ათეული მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი. მხარეეს სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ მკვლელობა ქობულეთში აგვისტოში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის არჩილ ტოტოღაშვილმა, ერთი პირი მოკლა, სამი კი დაჭრა. შემთხვევის შედეგად 22 წლის ნოდარ გოგიტიძე გარდაიცვალა. დამნაშავე პოლიციამ ინცინდენტიდან რამდენიმე საათში, დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 120-ე და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული.