უსკო არჩევნებს ხვალ შეაჯამებს

03 დეკემბერი 2020, 12:41 927 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისია არჩევნების  საბოლოო ოქმებს ხვალ გამოაცხადებს. ცნობილია, რომ უსკოს თორნიკე რიჟვაძემ, ჯაბა ფუტკარაძემ და თინათინ ზოიძემ ქართული ოცნების პარტიული სიიდან მათი მოხსნის შესახებ მიმართეს. სავარაუდოდ ისინი კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებენ.  მათ ადგილებს კი გენდერული კვოტის დაცვით სიაში მყოფი მომდევნო სამი წევრი დაიკავებს. უსკოს ინფორმაციით,  ოპოზიციის წევრებს მანდატის შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი