ქუთაისში კორონავირუსით ექთანი გარდაიცვალა

02 დეკემბერი 2020, 17:20 1456 ნახვა

კორონავირუსს ქუთაისში მედიკოსი ემსხვერპლა. 54 წლის ექთანი ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

როგორც კლინიკის დირექტორი განმარტავს, მარინე გოდუაძე ორი კვირის წინ დაინფიცირდა. გარდაცვლილს თანმდევი დაავადება, დიაბეტი ჰქონდა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ქალის მდგომარეობა მძიმე იყო.

კლინიკის დირექტორი გოგიტა ბაბუნაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქალი პაციენტისგან დაინფიცირდა, თუმცა ამბობს, რომ ზუსტი წყარო უცნობია.

მარინა გოდუაძე ავტოქარხნის საავდმყოფოში თითქმის 40 წელი მუშაობდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი