ბათუმში, კომახიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის მიხედვით დამატებით 5 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი გადაიხურება.პარალელურად, 30 მისამართზე, დაზიანებული სახურავებისა და წყალშემკრები მილების შეკეთება მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 13 მრავალბინიანი სახლის სახურავი შეიცვალა, რისთვისაც მილიონამდე ლარია გამოყოფილი.