კარტოგრაფების საქმეზე დაკითხვების სერია გრძელდება. ამჯერად პროკურატურამ მოწმის სტატუსით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დაიბარა. პარალელურად კი ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდა იმ რუკაზე, რაზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებულმა კარტოგრაფებმა არ გამოიყენეს და ამით საქართველოს ინტერესები დაზიანდა.
ექსპერტიზის მიხედვით კი დგინდება რომ 200 ათასიანი მასშტაბის რუკა გამოუსადეგარია და კომისიის წევრები ამ რუკით ვერ იხელმძღვანელებდნენ. ადვოკატები კი ირაკლი ღარიბაშვილის ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ