ქედაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ოთხი დღის წინ განვითარებულმა მეწყერმა, მერისში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს შეუქმნა საფრთხე. გამგეობის განმარტებით, უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა. ქედაში სულ რვა მეწყრული პროცესი განვითარდა. სალიკვიდაციო სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.