აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ოცკაციანი ბანდა, მათ საქციელს კი ,,მარგინალების'' ზღვარგადასული პროტესტი უწოდა.
თორნიკე რიჟვაძემ მათ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა შეინარჩუნონ სახე და არ მოიქცნენ ისე, რომ მათზე მთელი აჭარა საუბრობდეს.
"გუშინ რადგან ერთი რიგითი ბათუმელიც შეწუხდა. ეგრეთწოდებული ,,მარგინალების'' ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ ამ ოცკაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს იმად, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა. ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდე ოჯახში შეშვება და საბოლოო ჯამში ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობლები საკუთრ შვილებს ეუბნებოდნენ, რომ ასეთები არ გაიზარდოთო"-განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყების წინ თორნიკე რიჟვაძემ.