ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება

29 ნოემბერი 2020, 18:00 1251 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება. სოფელ ძენწმანში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ასევე, მიმდინარეობს ხილის გადამამუშავებელი საწარმო ,,დოლოგანის’’ მშენებლობა. პროექტი ევროკავშირის ენპარდ-ის პროგრამის მხარდაჭერით და ქედა ‘’ლიდერი"-ს ფარგლებში ხორციელდება. საწარმოში 14 ადგილობრივი დასაქმდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში