მეცნიერის მკვლელობაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს

28 ნოემბერი 2020, 15:00 620 ნახვა

თეირანთან ახლოს, ბირთვული სფეროს ერთ-ერთი მთავარი ირანელი მეცნიერი  მოკლეს. ოფიციალური ირანი მოსენ ფაჰრიზადეს  მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.  პრეზიდენტ ჰასან რუჰანიმის განცხადებით  -  „გლობალური ამპარტავნების ბოროტი ხელი დაქირავებული უზურპატორი სიონისტური რეჟიმის სისხლით კიდევ ერთხელ შეიღება.“

მისივე თქმით, მოსენ ფაჰრიზადეს სიკვდილი ირანის მიღწევებს ვერ შეანელებს.  ლიბანური სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილე აცხადებს, რომ ირანმა მეცნიერი მკვლელობას პასუხი უნდა გასცეს.  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარს „სახელმწიფო ტერორის აქტი“ უწოდა და ისრაელის კვალზე მიანიშნა. ისრაელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი