683 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი - ეპიდვითარება აჭარაში

28 ნოემბერი 2020, 15:15 910 ნახვა

4 ათას 472  ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდ 19 აჭარაში 683 მოქალაქეს დაუდგინდა. ამ მონაცემებით, რეგიონში ინფექციის გავრცელების კვლავ მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილია 34 პაციენტი, მათგან 8 აჭარის კლინიკებში მკურნალობდა. მათი ასაკი 53 წლიდან 83 წლამდე მერყეობს.

რეგიონის მასშტაბით, მძიმეა 150 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კოვიდ სასტუმროებსა და კლინიკებში ამ დროისთის 3 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. დღესაც რიგებია ცხელების ცენტრთან, სადაც ტესტირებისთვის რიგის სიაში ათეულობით ადამიანია ჩაწერილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი