24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები შემსუბუქდება 

26 ნოემბერი 2020, 14:32 1592 ნახვა

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით:

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

რაც შეეხება 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდს, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ტიპის შეზღუდვა ისევ ბრუნდება:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი