ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის თავისუფალია 279 საწოლი - ჯანდაცვის მინისტრი

24 ნოემბერი 2020, 13:28 225 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საწოლფონდი არის ყველაზე კრიტიკული და მტკივნეული თემა, რომელზეც საზოგადოებიდან ყველაზე მეტი კითხვა მოდის. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მობილიზებული 5 952 საწოლიდან თავისუფალია 279.

„საწოლფონდი არის ყველაზე კრიტიკული და მტკივნეული თემა, რომელზეც ხშირად ისმის საზოგადოებისგან კითხვები. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952, განთავსებულია 5 741 პაციენტი. ტრიაჟში  იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში