პარტია "სახე +"-ის თავმჯდომარის შიმშილობის მე-9 დღე

24 ნოემბერი 2020, 12:23 1160 ნახვა

,,საქართველოს ხალხთა ერთობა გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სახე +“ - ის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს წინ არჩევნების შედეგებს უკვე მეცხრე დღეა აპროტესტებს და  შიმშილობს. ედნარ ბაგრატიონი დღეს შეუძლოდ გახდა რის გამოც მას  სასწრაფო დახმარების გამოძახებაც დასჭირდა.  ამბობს, რომ მიუხედავად ამისა შიმშილობას გააგრძელებს თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს. მოთხოვნები კვლავ უცვლელია გადადგეს ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი