დღეს ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება

24 აპრილი 2016, 00:00 3173 ნახვა

სპორტის სასახლეში დღეს მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით წარსდგება. კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს, რომელიც 3-დე ანიმაციით გაიხსნება. რამაზოტი ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს შეასრულებს. თბილისში მომღერლის მოგზაურობის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ის სავარაუდოდ ივნისში გამოვა და იტალიურ არხებზე გავა ეთერში. ეროს რამაზოტის კონცერტი "ჩექინ ჯორჯიას" ფარგლებში ტარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი