უმაღლეს საბჭოსთან შიმშილობის მე-7 დღე

22 ნოემბერი 2020, 18:32 1011 ნახვა

„ვაპროტესტებთ 2020 წლის არჩევნების შედეგებს.  გადადგეს ცესკოს და უსკოს თავმჯდომარეები. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.“- ამ მოთხოვნებით ბათუმში უმაღლეს საბჭოსთან მეშვიდე დღეა შიმშილობს ედნარ ბაგრატიონი.  ,,საქართველოს ხალხთა ერთობა გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სახე +“ - ის თავმჯდომარის მხარდასაჭერად დღეს პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და მას   სოლიდარობა გამოუცხადეს. ედნარ ბაგრატიონი შიმშილობას კიდევ ერთი კვირის განმავლობაში აპირებს თუ ამის შესაძლებლობას , როგორც ამბობს ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს.  მას ამ ფორმით ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა სურს და იმის თქმა, რომ შანსი უნდა მისცენ ახალ პოლიტიკურ ძალებს და პარტიებს.  აქციაზე შეკრებილმა, პარტია სახე  პლიუსის მხარდამჭერებმა ქართული ოცნებიდან კანდიდატებს მანდატებზე   უარის თქმისკენ მოუწოდეს.  თქვეს,  რომ  ქვეყანაში   ბევრი პრობლემაა და მათ მოგვარებაზე ორიენტირებული ძალა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში