ოპოზიცია „ალტერნატივას“ აქტივისტების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აპროტესტებს

22 ნოემბერი 2020, 15:00 2450 ნახვა

მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელის ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. აქტივისტი ამ წუთებში  აჭარის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ,  საქმე ეხება 19 ნოემბერს  "ქართული ოცნებისა"  და ალტერნატივას აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტს.  „ალტერნატივა“ ქართული ოცნების ბათუმის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მანველიძის სახლთან აქციის მოწყობას აპირებდა, ადგილზე მისულებს კი ოცნების აქტივისტებმა კონტრაქცია მოუწყვეს, ხოლო კონფლიქტის გამწვავების მიზეზი, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსზე გამოფენილი ბანერი გახდა, რომელზეც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ფოტოები იყო გამოსახული.

გაერთიანებული ოპოზიცია ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ  საქმეზე გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტონ აქტივისტების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და დევნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში