17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდებოდა არჩევნებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები, ასევე დამკვირვებლების ინფორმაციით, ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა ე.წ. კარუსელი და ამომრჩევლის მოსყიდვა დაფიქსირდა, საარჩევნო უბნების გარეთ კვლავ დაფიქსირდა დამკვირვებლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ანგარიშში ნათქვამია ასევე რომ შუახევის უჩანბის ბაგა-ბაღის მენეჯერმა თანამშრომლებს დაავალა საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.
ამავე ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდა. ხულოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე კი ამომრჩეველთა ტრანსპორტირება სამარშრუტო ტაქსებით ხდებოდა.