მოქალაქეების ყველაზე მაღალი აქტივობა, აჭარის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. რეგიონის 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები შედის, პროცენტულად ყველაზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.
აქ ხმა 30 162-მა ადამიანმა მისცა.
ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში - 16%.
საქართველოს მასშტაბით კი 17 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 20,74 პროცენტს შეადგენს. უბნებზე სულ 443 963 ამომრჩეველი მივიდა.