ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობას დასთანხმდეს. ისინი გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. მათი განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ბინები გადასცეს, თუმცა ისინი რემონტის თანხასაც ითხოვენ. აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებმა პროტესტი არჩევნების პირველ ტურსაც გამოუცხადეს.