"ეს იყო უაღრესად საჭირო ვიზიტი და ამავე დროს წარმატებული" - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ფრანგი ხალხი და საფრანგეთის მთავრობა საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს გვერდით დგას. ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ლევილის ქართულ მამულს ეწვივნენ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს შეხვდნენ. ნოე ჟორდანიას და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა საფლავები ყვავილებით შეამკეს. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ლევილის განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულა.