არჩევნების მეორე ტური ქუთაისში

21 ნოემბერი 2020, 09:49 1665 ნახვა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია ქუთაისის 23-ე ოლქშიც. 160 ათასამდე ამომრჩევლისთვის ქალაქში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან 7 სპეც.უბანია 1 კოვიდ პაციენტებისათვისაა 1 კი პენიტენციურ დაწესებულებაშია. საპარლამენტო მანდატისთვის „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ლომინაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი გრიგოლ ვაშაძე იბრძვის, მართალია ოპოზიციონერი კანდიდატმა უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე, თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად მისი სახელი და გვარი რჩება ბიულეტენში. ქუთაისში დღეს, ქალაქის მერსაც ირჩევენ. მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ კი გიგა შუშანია. პირველი ამომრჩეველი ზუსტად 8 საათზე მივიდა 28-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარის თქმით, კომისიაში ნაცვლად 12 წევრისა 9 წევრია, ამიტომაც ამბობენ, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში უწევთ მუშაობა. უბანზე ხმის მიცემის პროცესს მხოლოდ 1 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დილით ბრიფინგი უკვე ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი