არჩევნების მეორე ტური ბათუმში

21 ნოემბერი 2020, 09:33 1383 ნახვა

აჭარა პარლამენტთან ერთად დღეს მეორე ტურში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებსაც ირჩევს. მეორე ტური ქობულეთის გარდა ყველა სამაჟორიტარო ოლქში ტარდება. ქობულეთში როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში, ქართული ოცნების კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. ბათუმის 120  უბანზე მიმდინარეობს არჩევნები.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში