ხვალ მაღალმთიანი აჭარის და ბათუმის მაჟორიტარებს მეორე ტურით ირჩევენ. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია არჩევნებში არ მონაწილეობს ბიულეტენზე ორივე კანდიდატი იქნება აღნიშნული. აჭარის მაღალმთიანეთში საპარლამენტო მანდატისთვის ერთმანეთს ანზორ ბოლქვაძე მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან მიშა ბოლქვაძე დაუპირისპირდებიან. უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის ,,ქართული ოცნების“ სახელით ფრიდონ ფუტკარაძე, გაერთიანებული ოპოზიციიდან კი გია აბულაძე იბრძოლებენ. რაც შეეხება ბათუმს, რესან კონცელიძეა მმართველი პარტიის პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხოლო ოპოზიციიდან მას ლევან ვარშალომიძე დაუპირისპირდება. ტიტე აროშიძე ქართული ოცნებიდან და გიორგი კირთაძე იბრძვიან უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის.