ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. პაციენტი მედცენტრში მკურნალობდა. ის კლინიკაში 14 ნოემბერს შეიყვანეს.
ექიმების თქმით, პაციენტს ფილტვის ქსოვილის 80% ჰქონდა დაზიანებული, ასევე ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი.
ილია ბერიძე მოქმედი ექიმი იყო, მუშაობდა კლინიკა მედცენტრში და მედინაში.
''შემოვიდა 14 ნოემბერს დადასტურებული კოვიდპნევმონიით. დიდი დაზიანება ჰქონდა დაახლოებით 22 ქულა, ეს არის ფილტვის ქსოვილის 80%-ზე მეტის დაზიანება. ასაკოვანი იყო ჰქონდა თანმხმელი დაავადებები, მათ შორის გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი'' - უთხრა მაუწყებელს მედცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ზვიად ბახტაძემ.
ბოლო ერთ კვირაში, ბათუმში, კორონავირუსით ორი ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.