აჭარის მთავრობის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - შენობასთან აქცია იმართება 

20 ნოემბერი 2020, 11:39 1302 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირებაა. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ითხოვს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლებას, სამართალდამცველები კი მას შენობაში არ უშვებენ. 

ბაგრატიონის თქმით, ის მოქმედი დეპუტატია და შეუძლია ღია სხდომას დაესწროს. სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები კი უხსნიან, რომ ამის უფლებას ვერ მისცემენ. 

''სამთავრობო შენობაში შეიძლება მეც ვერ შევიდე ბატონო ელგუჯა'' - უთხრა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

''ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ ადიხართ მოლაპარაკებებს აწარმოებთ და რიჟვაძისგან დავალებებს ღებულობთ. მე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვარ და მინდა შევიდე, ვიცი კანონი!'' - უპასუხა  ელგუჯა ბაგრატიონმა. 

ადმინისტრაციულ შენობაში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, ისმის შეძახილები: თორნიკე რიჟვაძე ივანიშვილის მონა. 

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. 

მთავრობის სახლთან აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, ისინი ხელახალ არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ. 

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი