საქსტატი უმუშევრობასა დადასაქმებაზე

19 ნოემბერი 2020, 20:00 947 ნახვა

სტატისტიკის სამსახურმა მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ  წელს, მესამე კვარტალში უმუშევრობა გასულ წელთან შედარებით მცირედ გაიზარდა და 11.9% შეადგინა, თუმცა მიმდინარე წლის  მე-2 კვარტალთან შედარებით, უმუშევრობა მე-3 კვარტალში შემცირდა.

ამავე კვლევით, დასაქმება წელს მესამე კვარტალში შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 2%-ით შემცირდა, შემცირებაა მეორე კვარტალთან შედარებითაც, და ვხედავთ, რომ ასევე შემცირებულია მოსახლეობის აქტიურობის დონეც, ანუ მათი რიცხვი ვინც სამუშაოს ეძებს, და სწორედ ეს ხსნის, რატომ შემცირდა უმუშევრობა მესამე კვარტალში იმ ფონზე რომ შემცირდა დასაქმებაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში