2008 წელს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. მომჩივანის დავა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე შეეხებოდა მისი მეუღლის წამებით მოკვლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ და აღნიშნული ფაქტის არაეფექტიან გამოძიებას.