არჩევნების მეორე ტურამდე 12 დღე რჩება. სწორედ მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება უმაღლესი საბჭო, რომელმაც რეგიონის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. უკვე ვრცელდება ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო წევრებზე. ჩვენ ასევე დავინტერესდით შეინარჩუნებს თუ არა პოსტს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე.