შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა.
სამინისტროს ცნობით, ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს .
მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
შსს-ს ინფორმაციით, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.