ვმსჯელობთ რა დოზით შევძლებთ პანდემიის პირობებში ვამუშაოთ ზამთრის კურორტები - თურნავა

19 ნოემბერი 2020, 12:53 1889 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა მუშაობს ზამთრის კურორტების გახსნის საკითხთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, იცით, რომ მთავრობა არ აპირებს მასშტაბურ ლოქდაუნს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ მოვახერხოთ ადაპტაცია ვმართოთ თუნდაც ასეთი გაზრდილი ეპიდემიის გამოვლინებელი და ნაკლებად დავაზარლოთ ეკონომიკა და ბიზნესი.

თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუ რა დოზით შეეხება ის ზამთრის კურორტებს ამაზე ვმსჯელობთ და ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრიორიტეტი არის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ზამთრის კურორტი, ისევე როგორც ზაფხულის კურორტი არის დიდი მობილობის გენერატორი, ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგების მხრიდან გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს და რამდენად შევძლებთ ჩვენ სრულფასოვნად ვამუშაოთ ამ პირობებში ზამთრის კურორტები ამაზე ვიმსჯელებთ და მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაცის"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი