აჭარაში მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება

19 ნოემბერი 2020, 11:53 1094 ნახვა

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურამდე 2 დღე რჩება. ამომრჩევლები საკანონმდებლო ორგანოს  მაჟორიტარ დეპუტატებს ამჯერად ქვეყნის მასშტაბით სულ  17 ოლქში აირჩევენ,  მათ შორის აჭარაში. აქ არჩევნების მეორე ტური მხოლოდ  ორ ოლქში გაიმართება - ბათუმისა და მაღალმთიანეთის, რომელშიც ხულო, ქედა, შუახევთან ერთად ხელვაჩაურის ნაწილიც შედის.

აჭარაში  შაბათს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ამომრჩეველი ამავე ოლქებში  რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებსაც აირჩევს. შესაბამისად საარჩევნო უბანზე მისულებს  ორი ბიულეტენი დახვდებათ -  ერთი პარლამენტის, მეორე კი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კანდიდატებით.

მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატები მოხვდნენ, თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი