"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს 09:00 საათიდან 20:00 საათამდე წყლამომარაგება შეუწყდება: დაბა ჩაქვის, დაბა მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.