გზის რეაბილიტაციის მოთხოვნა

18 ნოემბერი 2020, 11:01 1125 ნახვა

ცენტრალური და შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვენ, ქობულეთის სოფელ ცხრაფონა/ჩეხედანას მიმართულებით. მოსახლეობის  თქმით,  წვიმაში გზა იტბორება და გადაადგილება უჭირთ. 

სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის - ”აჭყვისთავი-ჩეხედანას დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ეტაპობრივად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიმდინარე წელს 160 მეტრ მონაკვეთზე დაიგო ცემენტობეტონის საფარი, მომდევნო წელს კი სრულად მოხდება დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპასუხო კომენტარში.

რაც შეეხება, სოფლის შიდა სასოფლო გზას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება, სადაც  5-10 კუბური მეტრი ბეტონის საფარია გათვალისწინებული, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი