''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს. შენობას ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია სავარაუდოდ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა. დამწვარია ავეჯი და ინვენტარის ნაწილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.