ახალგაზრდების როლი თვითმმართველობაში

15 ნოემბერი 2020, 12:08 1731 ნახვა

“ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა”  -ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანია თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ახალგაზრდების როლის გაზრდა.   15 მონაწილე   კონკურსის წესით  შერჩეულია.  ისინი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს დააკომპლექტებენ და  სამუშაო ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ  ადგილობრივ საჭიროებებსა და იდეებს შეისწავლიან, ბიუჯეტის დაგეგმარების დროს რეკომენდაციებსაც  შეიმუშავებენ.  

არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ახალგაზრდული ჰორიზონტი’’ აღნიშნულ პროექტს  მხოლოდ ქობულეთში  ახორციელებს.  ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების საფუძველზე მოხდება სარეკომენდაციო დოკუმენტის მომზადება  თითოეული თემატური მიმართულებით  მუნიციპალიტეტში წარსადგენად.   მათ ამისთვის ვადა თებერვლადმე აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი