17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება მეორე ტური. მათ შორის ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. არჩევნების თარიღად ცესკომ 21 ნოემბერი ჩანიშნა. ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. ამავე დღეს ჩატარდება ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. ცესკოს ინფორმაციით, 100% დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: ქართული ოცნება - 48,22%, ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 27,18%, ევროპული საქართველო - 3.79%, ლელო – 3,16%, პატრიოტთა ალიანსი – 3,14%, სტრატეგია აღმაშენებელი –3,15 %, გირჩი – 2,89%, ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები – 1,33%, ლეიბორისტული პარტია – 1%.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს. ქვეყნის მასშტაბით 1914 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის იქნება 81 სპეციალური უბანი. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით,დღეს და ხვალ 10:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე - 2 51-00-51.