მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება - ცესკო

13 ნოემბერი 2020, 22:36 1616 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა.

„სხდომაზე ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, არამედ მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ცესკო ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებას და სხდომაზე დაინიშნა მეორე ტურები და ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში - ამა წლის 21 ნოემბერს“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

მეორე ტურის არჩევნები 17 ოლქში ჩატარდება, მათ შორის, თბილისის ყველა ოლქში. 

ცესკოს ინფორმაციით, 100% დათვლის შემდეგ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ - 48,22%;
  • „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%;
  • „ევროპული საქართველო“ - 3.79%;
  • „ლელო“ – 3,16%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %;
  • „გირჩი“ – 2,89%;
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი