ქობულეთში, სოფელ ლეღვა-ჯიხანჯურის ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებლები ელექტრო ბოძის გამოცვლას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენჯერმე მიმართეს ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' და ქობულეთის მერიას, თუმცა უშედეგოდ.
აქ მცხოვრებლები შიშობენ, რომ ძლიერი ქარის დროს, ბოძი, რომელზეც სადენებია დამაგრებული, წაიქცევა და გაზის მილებიც დაზიანდება, რაც საფრთხეს შექმნის.
,,ენერგო-პრო“ ჯორჯიას ინფორმაციით, კონკრეტულ მისამართზე ელექტრობოძი კომპანიის საკუთრება არ არის და სამუშაოები ვერ განხორციელდება.
ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკითხი მათთვის ცნობილია და მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ.