საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

12 ნოემბერი 2020, 19:47 1128 ნახვა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირებამდე 1 საათზე ცოტა მეტი დრო რჩება ევრო 2020-ის პლეიოფის ფინალში ნაკრებთა ძირითადი შემადგენლობა ოფიციალურად ცნობილია.

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე; კვირკველია; კაშია; დვალი; კანკავა; კვეკვესკირი; ყაზაიშვილი; გვილია; ოქრიაშვილი; კაჭარავა.

ჩრდ. მაკედონია (3-4-1-2): დიმიტრიევსკი; ბეიტულაი; მუსლიუ; ველკოვსკი; რისტოვსკი; ადემი; ნიკოლოვი; ალიოსკი; ელმასი; პანდევი; ნესტოროვსკი.

​ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხევაში ‘’ჯვაროსნები’’ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

საქართველოსა და ჩრდ.მაკედონიის დაპირისპირება დღეს 21:00 საათზე ‘’დინამო არენაზე’’ დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში