აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

11 ნოემბერი 2020, 16:30 982 ნახვა

ამ  წუთებში  ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე „სირცხვლიას აქტივისტები იმყოფებიან და პროცესს აპროტესტებენ. დაკავებულებს  წვრილმან ხულიგნობასა და  პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.  ისინი სამართალდამცვლელებმა ადმინისტრაციული  წესით  ორი დღის წინ  პარლამენტთან აქციაზე რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების მტკიცებით, მათ უდანაშაულობას არსებული ვიდეო-კადრებიც ადასტურებს, თუმცა სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვთ. მოსამართლემ გუშინ, დღის ბოლოს მხოლოდ ერთი დაკავებულის ლექსო მაჭავარიანის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება და მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესი გუშინაც  საქალაქო სასამართლოსთან აქციის ფონზე მიმდინრეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში