პირველად ქართველი მსმენელის წინაშე, იტალიელი ვარსკვლავი ეროს რამაზოტი, მსოფლიო ტურით ,,ზე ფერფეთო ვორდ თოურ” წარსდგება. კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს, რომელიც 3-დე ანიმაციით გაიხსნება. რამაზოტი ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს შეასრულებს. თბილისში მომღერლის მოგზაურობის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ის სავარაუდოდ ივნისში გამოვა და იტალიურ არხებზე გავა ეთერში.