გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ღამე მაინც გაათენეს, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო აქციის 4 მონაწილე დააკავეს. ნოდარ რუხაძის, ზუკა ბერძენიშვილის, ლექსო მაჭავარიანისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. მათ ნაწილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ნაწილის დაკავების მიზეზი კი სავარაუდოდ, გახდა ის, რომ მათ სურდათ რუსთაველის გამზირზე შეშის შეტანა.