„ქართული მარშის“ წევრები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა

09 ნოემბერი 2020, 17:32 1007 ნახვა

,, ქართული მარში- ეროვნული მოძრაობა’’ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. შტაბის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ  მათივე კორდინატორების ინფორმაციით, პარტიას 5556  მოქალაქის ხმა უნდა მიეღო, სრულად აჭარაში, თუმცა  556 დაფიქსირდა.  ჯუმბერ თავართქილაძის თქმით, საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღებენ სამოქმედო გეგმას. მანამდე კი ამბობენ, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისია მხოლოდ იმ უბნებს ითვლის ხელახლა, სადაც იციან, რომ მმართველი გუნდი იმარჯვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი