აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა

09 ნოემბერი 2020, 11:06 1214 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით რეგიონში კიდევ  5 პაციენტი გარდაიცვალა.

"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფო - 94 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 24.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპ. დისტრეს სინდრომი. არტერიული ჰიპერტენზია.

რესპუბლიკურ საავადმყოფო - 61 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 28.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მოზრდილთა დისტრეს სინდრომი.

ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 92 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 07.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, ორმხრივი პნევმონია ,სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი - 74 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 30.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი - 60 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 25.10.2020,  დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია. შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული"-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრი.

გამოჯანმრთელდა 197 პირი.  აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 759 პაციენტი. მათ შორის 111 მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონში 111 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. კოვიდ-სასტუმროებშია  1 480​ პირი, საკარანტინო სივრცეშია 1 316, თვითიზოლაციაშია 16 360 პირი.

განახლებული სტატისტიკის შესახებ ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი