თბილისის პარალელურად ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ ბათუმშიც. როგორც იცით, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არალეგიტიმურად ცნობენ. ამბობენ, რომ არც მოლაპარაკებას და არც დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები. მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ სხვადასხვა ლოკაციიდან ბათუმში, დრამატული თეატრის წინ შეიკრიბნენ. თუმცა ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, აქვე ეწყობა სცენა გამომსვლელებისთვის.