სამ საათზე მეტია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციური პარტიები სამ მოთხოვნას აყენებენ, რომელიც, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეასრულოს. პარლამენტთან შეკრებილების მოთხოვნებია: ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციონერი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 20 საათამდე აძლევენ. თბილისში აქციას ყველა პარტია უერთდება, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელიც აცხადებს, რომ ცალკე აქციებს გამართავს. რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებს უკვე რამდენიმე საათია პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.