საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 5 ოლქში

17 ოქტომბერი 2016, 00:00 3485 ნახვა

საქართველოს პარტალმენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატების ასარჩევად    მეორე ტური აჭარაში ხუთ ოლქში გაიმართება.  ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. კონკრეტულად. ბათუმის 68-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნებიდან  - ფატი ხალვაშს  - ნაციონალური მოძრაობიდან - მირდატ ქამადაძე  დაუპირისპირდება. 69-ე ოლქი  ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას ქართული ოცნებიდან  - ლევან ბეჟანიძე- ნაციონალური მოძრაობიდან კი გიორგი კირთაძე შეეცდება. 70-ე ოლქში ელექტორატს არჩევანის გაკეთება  ქართული ოცნებიდან - მუხრან ვახტანგაძესა ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან  - თეიმურაზ დუმბაძეს შორის მოუწევს.  71 ოლქში კი  ქართული ოცნებიდან  კობა ნაკაიძე ნაციონალური მოძრაობიდან კი  - ჯანსუღ ჯინჭარაძე იბრძოლებენ. რაც შეეხება 72 ოლქს აქ ქართული ოცნებიდან  - ილია ნაკაშიძეა წარდგენილი  ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან - მიშა ბოლქვაძე . ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი სადაც მეორე ტური არ ჩატარდება, ხულოს 73- ე ოლქია. აქ პირველივე ტურში გამარჯვება ანზორ ბოლქვაძემ მოიპოვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი